მომსახურების სახე | საფოსტო მომსახურების საფასური განისაზღვრება მოცულობითი წონით, თუ საფოსტო გზავნილის რომელიმე ერთეულის ზომა აღემატება მითითებული ტიპის საფოსტო გზავნილისთვის დაშვებულ ზომებს. თუ საფოსტო გზავნილის მომსახურების ფასი განისაზღვრება მოცულობითი წონის მიხედვით და მისი მოცულობითი წონა აღემატება ტვირთისთვის დაშვებულ წონას, მომსახურების ფასი განისაზღვრება ტვირთის მომსახურების ღირებულებას + 1 ლარი ყოველ დამატებით კილოგრამზე. |
კართან მიწოდების შეზღუდვა | იმ შემთხვევაში, თუ საფოსტო გზავნილის შეფუთვიანი წონა აღემატება 10 კგ-ს საკურიერო მომსახურებით განხორციელდება არსებული მისამართების შესაბამისად გზავნილის მხოლოდ შენობიდან შენობამდე აღება/მიწოდება/ჩაბარება. მოცემულ შემთხვევაში თუ მისამართი მოიცავს შენობა-ნაგებობაში არსებულ ბინას/ერთეულს, საფოსტო გზავნილის აღება/მიწოდება/ჩაბარება განხორციელდება შენობასთან და არა უშუალოდ ბინასთან/ერთეულთან.. |
შენიშვნა: წინამდებარე ფასებს ემატება საფოსტო გზავნილის გაგზავნის მომსახურების დადგენილი საფასური. | ||
მომსახურების სახე | მომსახურების აღწერა | ფასი (ლ) |
ორჯერადი ვიზიტი | თუ გამგზავნი საფოსტო გზავნილს ადრესატის მისამართზე (მისამართზე კურიერის მიერ მიტანით) აგზავნის ორჯერადი ვიზიტის სერვისით ამ შემთხვევაში საფოსტო გზავნილის ჩაბარებისათვის კურიერი განახორციელებს ორჯერად ვიზიტს ადრესატის მისამართზე, ნაცვლად განსაზღვრული ერთჯერადი ვიზიტისა. პირველი ვიზიტისას საფოსტო გზავნილის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, განმეორებითი ვიზიტი ადრესატის მისამართზე კურიერის მიერ განხორციელდება შემდეგ სამუშაო დღეს. მეორე ვიზიტისას ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მოქმედებს „მომსახურების ზოგადი პირობებით“ განსაზღვრული პირობები გზავნილის ჩაუბარებლობის შესახებ. | იმავე მომსახურების ფასის 50%. |
პირადად ჩაბარება | თუ გამგზავნი საფოსტო გზავნილს ადრესატის მისამართზე ან/და სერვის ცენტრიდან გატანის გზით აგზავნის, კომპანია განახორციელებს გზავნილის მხოლოდ ადრესატისათვის ან/და მისი წარმომადგენლისათვის პირადად ჩაბარებას. იდენტიფიკაცია განხორციელდება კურიერის/ოპერატორის მიერ შესაბამისი პირადობის მოწმობით ან/და სხვა მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტით, წარმომადგენლის შემთხვევაში შესაბამისი მინდობილობით, სადაც მითითებული იქნება შინაარსი ან/და ადრესატის ნება პირზე გზავნილის ჩაბარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ. | იმავე მომსახურების ფასის 30%. |
დამატებითი ვადით შენახვა | კომპანია ახორციელებს მომსახურების ზოგადი პირობებით განსაზღვრულ შენახვის უფასო ვადაზე მეტი ვადით საფოსტო გზავნილის შენახვას მომსახურების ზოგადი პირობებით განსაზღვრულ შემთხვევაში, მაგრამ არაუმეტესს 30 დღისა. ფასი მოცემულია ყოველი დამატებითი შენახვის დღისათვის უფასო ვადის ამოწურვის შემდგომი დღიდან. | იმავე მომსახურების ფასის 20%, მინიმუმ 1 ლარი. |
ჩაბარების დასტურით | საფოსტო გზავნილი ჩაბარების დასტურით გულისხმობს გამგზავნის შესაძლებლობას გზავნილზე მოითხოვოს მისი ჩაბარების/ჩაუბარებლობის შესახებ ინფორმაციის უკან მიღება სერვის ცენტრში ან/და პირად მისამართზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ჩაბარების დასტურის შესახებ ინფორმაციის გამგზავნზე ჩაბარება ხორციელდება საფოსტო გზავნილის ჩაბარების წესებით დადგენილ ვადებში. | 5.00 ლ. |
მისამართის ცვლილება | გამგზავნის მიერ საფოსტო გზავნილის გაგზავნის შემდგომ ადრესატის ან/და დანიშნულების ადგილის სერვის ცენტრის ან/და ადრესატის მისამართის ცვლილება. | 3 ლ. |
ადრესატის ცვლილება | გამგზავნის მიერ საფოსტო გზავნილის ჩაბარებამდე ადრესატის ცვლილება, იმგვარად, როცა არ იცვლება მისამართი ან/და სერვის ცენტრი. აღნიშნული ხორციელდება ადრესატის მისამართამდე საფოსტო გზავნილის გატანამდე. | უფასო |
COD – Cash on delivery (ქეშ ონ დელივერი) | Cash on delivery-ის (COD) სერვისი გულისხმობს ისეთ მომსახურებას, როცა მიმღები იხდის საფოსტო გზავნილის შიგთავსისა და საფოსტო მომსახურების ღირებულებას გზავნილის ჩაბარებისას. მოცემულ შემთხვევაში საფოსტო მომსახურების ღირებულება შესაძლოა გადახდილ იქნეს გამგზავნის მიერ. გამგზავნი კომპანიისაგან იღებს მიმღებისაგან გადახდილ შიგთავსის საფასურს უნაღდო ანგარიშსწორებით, იმ შემთხვევაში თუ საფოსტო გზავნილი ჩაბარდა მიმღებს. | შიგთავსის ღირებულების 2%, მინიმუმ 1 ლარი |
დაზღვეული გზავნილი | საფოსტო გზავნილი, რომელიც იგზავნება დაზღვევით, რომელზეც წინასწარაა მომხმარებლის მიერ გაცხადებული ფასი/ღირებულება (თანხა). მომხმარებლის მიერ გამოცხადებული ფასი/ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 10,000 ლარს. | გამოცხადებული ფასის 5% |
შესაფუთი მასალა | გამგზავნისათვის საფოსტო გზავნილის გასაზგავნად შესაფუთი მასალის გადაცემა. | ამანათი S-2.5 ლ ამანათი M -4.5 ლ ამანათი L – 6.5 ლ |