1.1. წინამდებარე „მომსახურების ზოგადი პირობების“ მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:
1.1.1. კომპანია, მომსახურების გამწევი – შპს „დიეფელ გრუპი“ ს/კ: 405605046.
1.1.2. კანონმდებლობა – საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტები.
1.1.3. წესები – შპს „დიეფელ გრუპის“ მიერ დადგენილი მომსახურების პირობები/წესები, განსაზღვრული პოლიტიკა და შემუშავებული აქტები.
1.1.4. ვებ-გვერდი – შპს „დიეფელ გრუპის“ ვებ-გვერდი www.delivo.ge
1.1.5. პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედი სხვა სამართლებრივი წარმონაქმნი.
1.1.6. მომხმარებელი – პირი, რომელსაც სურს ისარგებლოს კომპანიის საფოსტო მომსახურებით ან/და სარგებლობს ამგვარი მომსახურებით. საფოსტო გზავნილის გამგზავნი ან/და ადრესატი.
1.1.7. გამგზავნი – პირი, რომელიც აგზავნის საფოსტო გზავნილს და პასუხისმგებელია მის შიგთავსზე.
1.1.8. გზავნილის წარმომდგენი – პირი, რომელიც გამგზავნის სახელით აგზავნის საფოსტო გზავნილს წესების შესაბამისად.
1.1.9. ადრესატი/მიმღები – პირი, რომელსაც ეგზავნება საფოსტო გზავნილი, ადრესატის სახელით გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილი პირი წესების შესაბამისად.
1.1.10. ადრესატის/მიმღების მისამართი – ადგილი/მისამართი, რომელზეც უნდა განხორციელდეს საფოსტო გზავნილის ჩაბარება.
1.1.11. საფოსტო გზავნილი – წერილობითი კორესპონდენცია, ამანათი, ტვირთი, რომლის მიღება, გაგზავნა ან/და ჩაბარება ხორციელდება შპს „დიეფელ გრუპის“ მიერ გაწეული მომსახურების საშუალებით.
1.1.12. ამანათი – საფოსტო გზავნილის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც იგზავნება მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე და მისი გაგზავნა/მიღება/ჩაბარება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტებს და კომპანიის მიერ დადგენილ პირობებს/წესებს.
1.1.12.1. ამანათის სპეციფიკაცია:
• ამანათის წონა – 30 კგ-მდე.
• ამანათის ზომა – არაუმეტესს 100სმX70სმX70სმ-ზომებისა, მათ შორის მითითებული ზომების რომელიმე ერთეულის მიმართ.
1.1.13. ტვირთი – საფოსტო გზავნილის ერთ-ერთი სახეობა, მოცულობით შედარებით დიდი, ნებისმიერი ნივთი, საქონელი, რომელთა გაგზავნა/ჩაბარება არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და წესებს.
1.1.13.1. ტვირთის სპეციფიკაცია:
• ტვირთის წონა – 100 კგ-მდე.
• ტვირთის ზომა – არაუმეტესს 150სმX100სმX100 სმ, მათ შორის მითითებული ზომების რომელიმე ერთეულის მიმართ.
1.1.14. წერილი/დოკუმენტაცია – საფოსტო გზავნილის ერთ-ერთი სახეობა, წერილობითი კორესპოდენცია ან/და ნებისმიერი სახის დოკუმენტაცია, რომელიც დატანილია ქაღალდზე ან/და დოკუმენტთა ერთობლიობა, რომელიც იგზავნება/ბარდება კონვერტით.
1.1.14.1. წერილის/დოკუმენტაციის სპეციფიკაცია:
• წერილის/დოკუმენტაციის წონა – 1 კგ-მდე.
• წერილის/დოკუმენტაციის ზომა – არაუმეტესს 35სმX28სმ, მათ შორის მითითებული ზომების რომელიმე ერთეულის მიმართ და არაუმეტესს კომპანიის საქაღალდე კონვერტისა.
1.1.15. რეგისტრირებული გზავნილი – საფოსტო გზავნილი, რომელიც რეგისტრირებულია გადაცემისას და მინიჭებული აქვს მაიდენტიფიცირებელი ნომერი, იგზავნება და ადრესატს ბარდება ხელმოწერით.
1.1.16. დაზღვეული გზავნილი – საფოსტო გზავნილი, რომელიც იგზავნება დაზღვევით, რომელზეც წინასწარაა მომხმარებლის მიერ გაცხადებული ფასი/ღირებულება, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს შიგთავსის რეალურ ღირებულებასთან. მომხმარებლის მიერ მითითებული ფასი/ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 10,000 ლარს.
1.1.17. კალენდარული დღე – დროის 24 საათიანი მონაკვეთი, 00.00 საათიდან 24.00 საათამდე.
1.1.18. სამუშაო დღე – კალენდარული დღის 8 -საათიანი, ხოლო შაბათს – 4 საათიანი მონაკვეთი, გარდა კვირისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეებისა. სამუშაო დღის დაწყებისა და დასრულების საათები განისაზღვრება კომპანიის მიერ და ხელმისაწვდომი იქნება ვებ-გვერდზე და სერვის ცენტრებში.
1.1.19. მომსახურების საფასური – საფოსტო მომსახურების კონკრეტული საფასური, რომელიც შესაძლოა გადახდილ იქნეს გამგზავნის ან ადრესატის მიერ კომპანიის მიერ დადგენილი ოდენობითა და წესით. მომსახურების საფასური გადაიხდება მხოლოდ გამგზავნის მიერ: ა) თუ გზავნილი იგზავნება იურიდიული პირის სახელით, რომელთანაც გაფორმებული არ არის ინდივიდუალური ხელშეკრულება ბ) თუ მიმღები იურიდიული პირია. მომსახურების საფასურები განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე.
1.1.20. გაცხადებული ფასი – გამგზავნის მიერ საფოსტო გზავნილის დაფიქსირებული ღირებულება, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10,000 ლარს.
1.1.21. სერვის ცენტრი – კომპანიის ობიექტი/წარმომადგენლობა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება საქმიანობის ოპერირება.
1.1.22. ვერიფიკაცია – მომხმარებლის ვერიფიცირება ტელეფონის ნომრით საფოსტო გზავნილის გაგზავნისას, როცა საფოსტო გზავნილის გაგზავნის/ჩაბარების მოთხოვნა ხორციელდება ერთი კონკრეტული მომხმარებლის მიერ პირველად კომპანიის მეშვეობით. ვერიფიკაცია ხორციელდება კომპანიის წარმომადგენლის მიერ, მომხმარებლის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
1.1.23. შეფუთვა – საფოსტო გზავნილის შიგთავსის შეფუთვა წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული წესით.
1.1.24. საფოსტო გზავნილის გამოცხადებული ღირებულება – საფოსტო გზავნილის გამოცხადებული ღირებულება, რომლის შესახებაც მიეწოდება კომპანიას ინფორმაცია გზავნილის მიღებისას გამგზავნის მიერ და რომლის ღირებულებაც არ უნდა აღემატებოდეს 10,000 ლარს.
1.1.25. მოცულობითი წონა – საფოსტო გზავნილის წინამდებარე პირობების შესაბამისად გამოთვლილი წონა, როცა შეფუთული საფოსტო გზავნილის სპეციფიკაცია ზომების კუთხით აღემატება შესაბამისი საფოსტო გზავნილის სახეობისთვის დადგენილ რომელიმე ზომას (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე).
1.2. წინამდებარე „მომსახურების ზოგადი პირობების“ მიზნებისათვის ამ პუნქტით განსაზღვრული საკითხები განიმარტება შემდეგნაირად:
1.2.1. საფოსტო გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარების ვადის ათვლა იწყება, თუ კონკრეტული პუნქტით/მითითებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გამგზავნის მიერ მისი კომპანიისათვის გადაცემის მომდევნო სამუშაო დღიდან, თუ ასეთი გადაცემა განხორციელებულია სამუშაო დღის კონკრეტულ დრომდე. კონკრეტული დრო დგინდება კომპანიის მიერ თითოეული სერვისცენტრისათვის ინდივიდუალურად. მითითებული დროის შემდეგ მიღებული საფოსტო გზავნილი ითვლება მომდევნო სამუშაო დღეს მიღებულად.
1.2.2. საფოსტო გზავნილის სერვის ცენტრში შენახვის ვადა აითვლება მიღების დღის მომდევნო სამუშაო დღიდან, თუ კონკრეტული პუნქტი არ ითვალისწინებს სხვაგვარ მოწესრიგებას.
1.2.3. მოქმედება, რომლისთვისაც დადგენილია ვადა შეიძლება განხორციელდეს ამ ვადის ბოლო სამუშაო დღის დამთავრებამდე (23:59 საათამდე).
1.2.4. ნებისმიერი ვადა, რომელიც დადგენილია სერვისცენტრში საფოსტო გზავნილის შენახვისათვის შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს გამგზავნის ან ადრესატის ინდივიდუალური წერილობითი მომართვის საფუძველზე. შენახვის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 30 დღეს. ნებისმიერ ამგვარ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს კომპანია.
2.1. წინამდებარე „მომსახურების ზოგადი პირობები“ წარმოადგენს შპს „დიეფელ გრუპის“ მომსახურების სტანდარტულ პირობებს. „მომსახურების ზოგადი პირობებით“ განისაზღვრება შპს „დიეფელ გრუპის“ მიერ დადგენილი მომსახურების ზოგადი პირობები და მიდგომები, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება მომხმარებელთან საფოსტო-საკურიერო მომსახურება.
2.2. საფოსტო-საკურიერო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება მომხმარებელთან დადებულად ითვლება წინამდებარე სტანდარტული პირობებით გზავნილის მიღებისა ან/და მომსახურების საფასურის გადახდისთანავე. შპს „დიეფელ გრუპი“ უფლებამოსილია მომხმარებელთან გააფორმოს ინდივიდუალური ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მომსახურების პირობები. წინამდებარე პირობებისა და ინდივიდუალური ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს შორის უპირატესობა ენიჭება ინდივიდუალურ ხელშეკრულებას.
2.3. საფოსტო-საკურიერო მომსახურების გაწევა ხორციელდება შპს „დიეფელ გრუპის“ მიერ შემუშავებული შიდა რეგულაციებით და პოლიტიკით, საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებით და მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტების საფუძველზე.
2.4. კომპანია უფლებას იტოვებს თავად დაადგინოს, განსაზღვროს, შეიტანოს ცვლილება წინამდებარე „მომსახურების ზოგად პირობებში“ და მასთან დაკავშირებულ ან/და კომპანიის მიერ შემუშავებულ სხვა დოკუმენტებში. საბოლოო ვერსიები განთავსდება კომპანიის ვებ-გვერდზე და ძალაში შევა ვებ-გვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. საფოსტო გზავნილზე ვრცელდება გაგზავნის დღეს მოქმედი რედაქციები.
3.1. საფოსტო გზავნილი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გამგზავნისა და ადრესატის შესახებ. საფოსტო გზავნილის შესავსები დოკუმენტის ფორმა განისაზღვრება კომპანიის მიერ, რომელიც მოიცავს გამგზავნისა და ადრესატის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:
• ვინაობა (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა (არსებობის შემთხვევაში) მისამართი (საფოსტო ინდექსი, დასახლებული პუნქტი, ქუჩის სახელწოდება, შენობის და ბინის ნომერი).
3.2. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული საფოსტო გზავნილის სპეციფიკიდან გამომდინარე დადგენილია დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა კომპანიის მიერ, გამოიყენება კონკრეტული წესები.
3.3. საფოსტო გზავნილის შესახებ ინფორმაცია მიწოდებულ უნდა იქნეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე მომხმარებლის მოთხოვნის გათვალისწინებით, არაბული ციფრების გამოყენებით.
4.1. კომპანიის მიერ საფოსტო მომსახურების გაწევისათვის აუცილებელია „მომსახურების ზოგადი პირობებით“ განსაზღვრული მონაცემების დამუშავება. შემოთავაზებული მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე ყველა მონაცემი, რომელიც მოთხოვნილია მომსახურების გაწევის/მიღების მომენტში აუცილებელია მომსახურების სრულყოფისა და უზრუნველყოფისათვის.
4.2. საფოსტო მომსახურების მიღებისას ან/და მისი ცალკეული კომპონენტით სარგებლობისას მომხმარებელი აცხადებს თანხმობას კომპანიას გადასცეს განსაზღვრული პერსონალური ინფორმაცია.
4.3. საფოსტო მომსახურების გასაუმჯობესებლად პერსონალური მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შესაძლოა შეიცვალოს კომპანიის გადაწყვეტილებით. ცვლილებები ძალაში შედის მისი ვებ-გვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. საფოსტო მომსახურებით სარგებლობა ავტომატურად ნიშნავს მომხმარებლის თანხმობას შეცვლილ პირობებზე.
4.4. მომხმარებლის ვერიფიკაციისათვის ან/და საფოსტო მომსახურების გაწევისას მომხმარებლის მიერ მოწოდებულ უნდა იქნას შემდეგი პერსონალური მონაცემები იმისათვის, რომ გაწეულ იქნას საფოსტო მომსახურება:
• გამგზავნის და მიმღების შესახებ: ვინაობა (სახელი, გვარი ან დასახელება, პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი), ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა (არსებობის შემთხვევაში) მისამართი (დასახლებული პუნქტი, ქუჩის სახელწოდება, შენობის და ბინის ნომერი).
4.5. მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, განმარტების გარეშე უარი განაცხადოს მის მიერვე მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება. კომპანია გონივრულ ვადაში განახორციელებს აღნიშნულ მოთხოვნას. ამგვარი მოთხოვნა იწვევს მომხმარებლის ვერიფიკაციის გაუქმებას ან/და შემდგომ მომსახურების გაწევაზე უარის თქმას. შემდგომი საფოსტო მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია ხელახლა განახორციელოს ვერიფიკაციის გავლა ან/და ხელახლა გასცეს მომსახურების მისაღებად საჭირო პერსონალური მონაცემები.
4.6. კომპანიის მიერ წერილობითი ინფორმაცია საფოსტო გზავნილის შესახებ შეიძლება გაიცეს მის გამგზავნზე, ადრესატზე ან/და მათ კანონიერ წარმომადგენელზე შესაბამისი უფლებამოსილებით, მათი წერილობითი მომართვის საფუძველზე. საფოსტო გზავნილისა და პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის გაცემა შესაძლოა განხორციელდეს სასამართლო გადაწყვეტილებით, ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
4.7. კომპანიის მიერ წერილობითი ინფორმაცია გაიცემა კომპანიის ბლანკზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.
4.8. კომპანიის მიერ ზეპირად ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით შესაძლოა გაიცეს მხოლოდ საფოსტო გზავნილის ფაქტობრივი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია, იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ კომპანიისათვის მიწოდებულია შემდეგი ინფორმაცია:
• საფოსტო გზავნილის იდენტიფიცირებადი ნომერი ან/და გამგზავნის და ადრესატის ვინაობა და მისამართი.
4.9. შემსრულებელი არ არის პასუხისმგებელი დამკვეთის მიერ მომსახურების მიღებისათვის საფოსტო გზავნილის გამგზავნისა და მიმღების შესახებ გაცხადებულ პერსონალურ მონაცემების სისწორესა და მათ მოპოვებაზე.
4.10. სერვის ცენტრებსა და მომსახურების ოფისებში სამუშაო საათებში მიმდინარეობს ვიდეომონიტორინგი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს მომხმარებლების უფლებების დაცვა, უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვა, დანაშაულის პრევენცია, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. შექმნილი ვიდეო მასალები შეინახება არაუმეტესს 30 დღისა, რომელიც ავტომატურად იშლება აღნიშნული თარიღის შემდგომ აღდგენის ან/და ხელახალი წვდომის შესაძლებლობის გარეშე. ვიდეომონიტორინგზე წვდომა შეზღუდულია, შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში კომპანიის შესაბამისი დეპარტამენტი აწვდის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ვიდეომასალების კონკრეტულ მონაკვეთს შესაბამისს პირს მოთხოვნის მიზნებიდან.
4.11. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე მომხმარებელსა და კომპანიის კონკრეტული ქოლცენტრის თანამშრომელს შორის არსებულ სატელეფონო ზარებზე ხორციელდება აუდიომონიტორინგი. მომხმარებელს ყველა ზარის დაწყებამდე განემარტება სატელეფონო საუბრის დაწყებამდე, რომ მიმდინარეობს საუბრის აუდიომონიტორინგი. შექმნილი აუდიომასალები შეინახება არაუმეტესს 30 დღისა, რომელიც ავტომატურად იშლება აღნიშნული თარიღის შემდგომ აღდგენის ან/და ხელახალი წვდომის შესაძლებლობის გარეშე. აუდიომონიტორინგზე წვდომა შეზღუდულია, შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში კომპანიის შესაბამისი დეპარტამენტი აწვდის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე აუდიომასალების კონკრეტულ მონაკვეთს შესაბამისს პირს მოთხოვნის მიზნებიდან გამომდინარე.
4.12. კომპანიის მიერ მარკეტინგული აქტივობების, გაუმჯობესებული მომსახურების, შეთავაზებების, სიახლეების ან/და სხვა მომხმარებელთათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება შესაძლოა განხორციელდეს მომხმარებლის მისამართზე, ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე. მარკეტინგის მიზნებიდან გამომდინარე მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს მარკეტინგული აქტივობების შეწყვეტა კომპანიისათვის მიმართვით ნებისმიერ დროს, რაც კომპანიის მიერ განხორციელდება ამგვარი მოთხოვნიდან არაუგვიანესს 7 დღისა. მომხმარებლის მიერ პერსონალური მონაცემების განახლების შემთხვევაში, საჭიროა თანხმობის ხელახალი გამოთხოვა.
5.1. კომპანია ადრესატისათვის ჩაბარებისა და საფოსტო მომსახურების მიზნით ახორციელებს შემდეგი საფოსტო გზავნილების მიღება/გაგზავნა/ჩაბარებას:
• წერილი/დოკუმენტაცია.
• ამანათი
• ტვირთი
5.2. საფოსტო მომსახურების საფასური, ასევე კომპანიის მიერ შეთავაზებული დამატებითი სერვისების მომსახურების სააფასური განისაზღვრება კომპანიის მიერ ვებ-გვერდზე განთავსებული ან/და სერვის ცენტრში განთავსებული ფასების შესაბამისად. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეტყობინების გარეშე შეცვალოს ფასთა პოლიტიკა. შეცვლილი ვერსია ხელმისაწვდომი იქნება ვებ-გვერდზე ან/და შესაბამისს სერვის ცენტრში.
5.3. მომსახურების საფასური შესაძლოა იყოს სხვადასხვა ოდენობის, საფოსტო მომსახურების მიღებისას გამგზავნის მიერ შერჩეული მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე.
5.4. მომსახურების საფასური შესაძლოა გადახდილი იქნეს უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორებით. გადახდა შესაძლოა განხორციელდეს გამგზავნის ან ადრესატის მიერ კომპანიის მიერ განსაზღვრული ფასების შესაბამისად.
5.5. კომპანიის მომსახურების ფასები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით თუ კონკრეტული მომსახურებისათვის ან/და ინდივიდუალური ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
6.1. საფოსტო გზავნილის მიღება გამგზავნის მიერ შესაძლოა განხორციელდეს საფოსტო გზავნილების სერვის ცენტრში წარმოდგენით ან საკურიერო სერვისის მიღებით, რის შემდგომაც ხორციელდება მათი დამუშავება და ადრესატისათვის ჩაბარება წინამდებარე პირობების შესაბამისად. საკურიერო სერვისის შედეგად გამგზავნის მიერ საფოსტო გზავნილის გაგზავნისას ხორციელდება მათი შესაბამისს სერვის ცენტრში მიტანა, ხოლო შემდგომ მათი დამუშავება და ადრესატისათვის ჩაბარება. საკურიერო სერვისის მეშვეობით შაბათ დღეს არ ხორციელდება ამანათების მიღება კურიერის მეშვეობით.
6.2. საფოსტო გზავნილი გამგზავნის მიერ შეფუთული უნდა იყოს შიგთავსის გათვალისწინებით, იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს მისი დაზიანება ტრანსპორტირების დროს გამგზავნის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ საფოსტო გზავნილის შიგთავსი მსხვრევადი ნივთია, გამგზავნმა უნდა უზრუნველყოს შეფუთვაზე შესაბამისი აღნიშნვის დატანა. მსხვრევადი ნივთი, რომელიც შეფუთულია ქარხნულად იგზავნება დამატებითი შეფუთვის გარეშე, თუ დაზიანებული არ არის შეფუთვა. დაზიანებული ქარხნული შეფუთვისას გამოირიცხება კომპანიის პასუხისმგებლობა გზავნილის დაზიანებასთან დაკავშირებით. კომპანია უფლებამოსილია მიიღოს არასათანადოდ შეფუთული მსხვრევადი შიგთავსის მქონე გზავნილი, რა შემთხვევაშიც გამგზავნი აცხადებს თანხმობას გზავნილის დაზიანებისას კომპანიის პასუხისმგებლობის გამორიცხვის შესახებ.
6.3. საფოსტო გზავნილის მიღებისას, გამგზავნის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლოა შესაფუთი მასალის გამგზავნისათვის გადაცემა დამატებითი მომსახურების ფასით განხორციელდეს კომპანიის მიერ. კომპანიის პასუხისმგებლობა მიუხედავად შესაფუთი მასალის გადაცემისა არ იცვლება.
6.4. კომპანია უფლებამოსილია უარი უთხრას გამგზავნს საფოსტო გზავნილის მიღება/გაგზავნაზე იმ შემთხვევაში თუ კომპანია ჩათვლის, რომ მაღალია შიგთავსის დაზიანების რისკი გამგზავნის მიერ შეფუთული საფოსტო გზავნილზე. აღნიშნული წარმოადგენს კომპანიის უფლებამოსილებას და გამგზავნის მიერ არასათანადოდ შეფუთული გზავნილის დაზიანებაზე არ ვრცელდება კომპანიის პასუხისმგებლობა. კომპანია უფლებამოსილია მიიღოს არასათანადოდ შეფუთული ნებისმიერი ტიპის გზავნილი, რა შემთხვევაშიც გამგზავნი აცხადებს თანხმობას გზავნილის დაზიანებისას კომპანიის პასუხისმგებლობის გამორიცხვის შესახებ.
6.5. ნებისმიერი საფოსტო გზავნილის გაგზავნისას, გამგზავნმა უნდა გაითვალისწინოს არსებული შეზღუდვები და აკრძალვები შიგთავსის მიმართ, რომელიც გამომდინარეობს კანონმდებლობიდან ან/და წესებიდან გამომდინარე. შიგთავსის კანონმდებლობასთან ან/და წესებთან შესაბამისობის შესახებ პასუხისმგებლობა ეკუთვნის გამგზავნს.
6.6. გამგზავნმა გაგზავნამდე შესაბამისი ფორმით უნდა მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია კომპანიას შიგთავსთან დაკავშირებით. გამგზავნის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კომპანია ახორციელებს საფოსტო გზავნილის შესახებ ინფორმაციის ასახვას.
6.7. შეკვეთის გაფორმება საფოსტო გზავნილის გასაგზავნად შესაძლოა განხორციელდეს, როგორც გამგზავნის, ასევე მიმღების მიერ. იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთას აფორმებს მიმღები, იგი თავადაა პასუხისმგებელი გამგზავნის მიერ შეფუთვის, გზავნილის კურიერისთვის მიწოდების და ყველა სხვა დეტალზე, მათ შორის ფასიანი პარკირების ხარჯების დაფარვა და სხვა საკითხები, რომელიც წარმოადგენს საფოსტო გზავნილის გაგზავნის წინაპირობას. როცა შეკვეთა ხორციელდება მიმღების მიერ, კომპანიის მხრიდან კომუნიკაცია ხორციელდება მხოლოდ იმ პირთან, ვინც განახორციელა შეკვეთა.
6.8. პირი, რომელიც აფორმებს შეკვეთას ვალდებულია მიაწოდოს კომპანიას გზავნილის შესახებ შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია:
6.8.1. ინფორმაცია გამგზავნის შესახებ:
სახელი,გვარი/ორგანიზაციის დასახელება (წარმომადგენლის შემთხვევაში, მისი ინფორმაცია);
პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი;
მისამართი;
ტელეფონის ნომერი.
6.8.2. ინფორმაცია მიმღების/ადრესატის შესახებ:
სახელი,გვარი/ორგანიზაციის დასახელება;
პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი;
მისამართი;
ტელეფონის ნომერი.
6.9. საფოსტო გზავნილის ჩაბარება მომხმარებელს/ადრესატს შეუძლია კომპანიის კონკრეტული საფოსტო გზავნილის მიღების სერვის ცენტრში ან/და კურიერის მეშვეობით ჩაბარების მისამართზე.
6.10. საფოსტო გზავნილის გაგზავნისას გამგზავნის მიერ შესაძლოა არჩეულ იქნეს საფოსტო გზავნილის გაგზავნა ჩაბარების დასტურით, რა დროსაც ამ დოკუმენტით განსაზღვრულ შემთხვევაში შესაძლოა დაემატოს საფოსტო მომსახურების თანხა. საფოსტო გზავნილი ჩაბარების დასტურით გულისხმობს გამგზავნის შესაძლებლობას გზავნილზე მოითხოვოს მისი ჩაბარების/ჩაუბარებლობის შესახებ ინფორმაციის უკან მიღება. ჩაბარების დასტურის შესახებ ინფორმაციის გამგზავნზე ჩაბარება, ხორციელდება ამ დოკუმენტით საფოსტო გზავნილის ჩაბარების წესებით დადგენილ ვადებში.
6.11. საფოსტო გზავნილის გაგზავნისას მიეთითება კონკრეტულად საფოსტო სერვისის როგორი სახით სურს მომხმარებელს მომსახურება, რის შესაბამისადაც ანგარიშდება მომსახურების თანხა. მომსახურების სახეები შესაძლოა ითვალისწინებდეს განსხვავებულ პირობებს, ფასსა და ვადებს.
6.12. საფოსტო გზავნილის მიღებისას კომპანიამ დადგენილ შემთხვევებში გამგზავნისაგან უნდა მიიღოს ინფორმაცია საფოსტო გზავნილის გამოცხადებული ღირებულების შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული პირობების დადგომის შემთხვევაში კომპანიის მხრიდან საფოსტო გზავნილის დაზიანებისას/დაკარგვისას თანხის ანაზღაურებაზე. გამოცხადებული ღირებულება გავლენას ახდენს საფოსტო მომსახურების ფასზე.
6.13. საფოსტო გზავნილის მიღებისას კომპანია უფლებამოსილია ხელახლა მოახდინოს საფოსტო გზავნილის აწონვა/გაზომვა იმისათვის, რომ დაადასტუროს მომხმარებლის მიერ გაცხადებული მონაცემები ან/და დაადგინოს საფოსტო გზავნილის რეალური რეკვიზიტები. საფოსტო მომსახურების საფასური ექვემდებარება ცვლილებას რეალური რეკვიზიტებიდან გამომდინარე. საფოსტო გზავნილის წონა და მოცულობა/ზომები ანგარიშდება შეფუთვიანად.
6.14. ფასისა და გადაზიდვის პირობებთან მიმართებით გაითვალისწინება საფოსტო გზავნილის გარე კუთხეების ზომები შეფუთულ მდგომარეობაში და არა უშუალოდ შიგთავსის ზომები.
6.15. მოცულობითი წონა და მასთან დაკავშირებული პირობები:
6.15.1. იმ შემთხვევაში, თუ საფოსტო გზავნილი ზომების კუთხით აღემატება შესაბამისი საფოსტო გზავნილის სახეობისთვის დადგენილ რომელიმე ზომას (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე) კომპანია ახორციელებს საფოსტო გზავნილის მოცულობითი წონის დადგენას.
6.15.2. იმ შემთხვევაში, თუ მოცულობითი წონა აღემატება ფაქტობრივ წონას, საფოსტო გზავნილის მომსახურების საფასური იანგარიშება მოცულობითი წონით. მოცულობითი წონის დაანგარიშების ფორმულა არის შემდეგნაირი: საფოსტო გზავნილის (სიგრძე*სიგანეზე*სიმაღლეზე)/6000.
(110*80*50)/6000= 73.3. (ერთეულები დამრგვალდება მეათედამდე).
შესაბამისად, ამანათი, რომლის სპეციფიკაცია შეესაბამება ზემოაღნიშნულ ზომებს, გაიგზავნება ტვირთისთვის დადგენილი მომსახურების საფასურით. აღნიშნული ეხება ყველა სახის საფოსტო გზავნილს.
6.15.3. იმ შემთხვევაში, თუ საფოსტო გზავნილის მოცულობითი წონა აღემატება ტვირთისთვის დაშვებულ ფაქტობრივ წონას ან საფოსტო გზავნილი მოცულობითი წონის მიხედვით ექცევა სხვა სახეობის საფოსტო გზავნილში საფასური ანგარიშდება კომპანიის მიერ დადგენილი მომსახურების ფასებით.
6.16. კომპანია დაზღვეული საფოსტო გზავნილის შემთხვევაში (იმ შემთხვევაში თუ ხელმისაწვდომია აღნიშნული სერვისით სარგებლობა), ამოწმებს შეფუთვას და საფოსტო გზავნილის შიგთავს (ზედაპირულად), გამგზავნი ვალდებულია დაზღვეული საფოსტო გზავნილის გაგზავნის შემთხვევაში უზრუნველყოს იმგვარად შეფუთვა, რომ კომპანიის წარმომადგენელს საშუალება ჰქონდეს დაათვალიეროს საფოსტო გზავნილი. კომპანიის პასუხისმგებლობა არ ვრცელდება ტექნიკურ მახასიათებლებზე და ნებისმიერ დეტალზე, რომელიც ვიზუალური დათვალიერებით არ შეიძლება იქნეს დადასტურებული. კომპანია უფლებამოსილია უარი უთხრას გამგზავნს დაზღვეული საფოსტო გზავნილის გაგზავნაზე, იმ შემთხვევაში თუ ჩათვლის, რომ შეფუთვა და შიგთავსი არ არის შესაბამისი სტანდარტების დაცვით ან/და არსებობს მისი დაზიანების მაღალი რისკი.
7.1. საფოსტო გზავნილის შესაბამისს სერვის ცენტრში მიღების შემდგომ კომპანია ახორციელებს ამ პირობების შესაბამისად გზავნილის დამუშავებას და ადრესატისათვის ჩაბარებისათვის მომზადებას.
7.2. ჩაბარებისათვის ხორციელდება საფოსტო გზავნილის დახარისხება, შესაბამისს სერვის ცენტრში განაწილება, რათა საფოსტო გზავნილი ჩაბარდეს ადრესატს.
7.3. საფოსტო გზავნილი ექვემდებარება გაგზავნას იმ შემთხვევაში თუ აკმაყოფილებს მიღების პირობებს და გამგზავნის მიერ დაცულია კანონმდებლობითა და წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული პირობები.
7.4. გამგზავნის მიერ საფოსტო გზავნილის გაგზავნის შემდგომ, გამგზავნი უფლებამოსილია უარი განაცხადოს საფოსტო გზავნილის ადრესატისათვის/მიმღებისათვის ჩაბარებაზე, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საფოსტო გზავნილი არ გასულა გამგზავნისთვის მომსახურე სერვის ცენტრიდან ან ადრესატის/მიმღების სერვის ცენტრიდან კურიერის მიერ ან/და არ ჩაბარებია თავად ადრესატს/მიმღებს, შემდეგი წესით:
7.4.1. იმ შემთხვევაში, თუ გამგზავნი უარს ამბობს საფოსტო გზავნილის გაგზავნაზე, მაშინ, როცა საფოსტო გზავნილს არ დაუტოვებია გამგზავნის მომსახურე სერვის ცენტრი გამგზავნს უკან დაუბრუნდება საფოსტო გზავნილი და გადახდილი თანხა. მოცემულ შემთხვევაში გამგზავნი საფოსტო გზავნილს გაიტანს მომსახურე სერვის ცენტრიდან. იმ შემთხვევაში, თუ მას სურს აღნიშნული საფოსტო გზავნილის საკურიერო მომსახურების შედეგად მიღება, აღნიშნულზე ვრცელდება მომსახურებისათვის დადგენილი საფასური.
7.4.2. იმ შემთხვევაში, თუ გამგზავნი უარს ამბობს საფოსტო გზავნილის ჩაბარებაზე, რა დროსაც საფოსტო გზავნილმა დატოვა მისთვის მომსახურე სერვის ცენტრი, უკან დაბრუნებულ გზავნილზე გამგზავნი ვალდებულია აანაზღაუროს საფოსტო გზავნილის მომსახურების ღირებულება.
7.5. საფოსტო გზავნილის გაგზავნისათვის გამგზავნის იდენტიფიკაცია შესაძლოა განხორციელდეს შემდეგი საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის წარდგენით: პირადობის მოწმობა, პასპორტი, საერთაშორისო პასპორტი, დროებითი ბინადრობის მოწმობა, მართვის მოწმობა. საფოსტო გზავნილის გაგზავნაზე უფლებამოსილ პირის მინიმალური ასაკი შეადგენს 16 წელს.
8.1. საფოსტო გზავნილის ჩაბარების მიზნით საფოსტო გზავნილი შესაძლოა განთავსდეს შესაბამის სერვის ცენტრში ან კურიერის მეშვეობით მიეწოდოს ადრესატს გზავნილის გაგზავნისას მომხმარებლის მიერ არჩეული სერვისის შესაბამისად.
8.2. საფოსტო გზავნილი ადრესატს შესაძლოა ჩაბარდეს სერვის ცენტრიდან გატანის წესით.
8.2.1. იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება ადრესატის მიერ გზავნილის შესაბამისი სერვის ცენტრიდან გატანა, ადრესატი უფლებამოსილია კონკრეტული სერვის ცენტრის სამუშაო საათებში ეწვიოს საფოსტო გზავნილის გასატანად.
8.2.2. კომპანია უზრუნველყოფს ამ დოკუმენტით გათვალისწინებული ვადებითა და პირობებით უზრუნველყოს ადრესატისათვის გზავნილის ხელმისაწვდომობა შესაბამისს სერვის ცენტრში გასატანად.
8.2.3. სერვის ცენტრში საფოსტო გზავნილი შესაძლოა ჩაბარდეს მესამე პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი წარმოადგენს ადრესატის მოქმედ პირადობის მოწმობას/პასპორტს.
8.3. საფოსტო გზავნილი ადრესატს შესაძლოა ჩაბარდეს კურიერის მეშვეობით.
8.3.1. იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება ადრესატისათვის გზავნილის საკურიერო მომსახურების შედეგად მიწოდება, ჩაბარების მიზნით კურიერი ადრესატის მისამართზე ახორციელებს ერთჯერად ვიზიტს.
8.3.2. თუ ვერ ხორციელდება ადრესატისათვის მისამართზე ამ დოკუმენტით საფოსტო გზავნილის ჩაბარება კომპანია ამ დოკუმენტით გათვალისწინებული ვადებითა და პირობებით უზრუნველყოფს ადრესატისათვის გზავნილის ხელმისაწვდომობა შესაბამისს სერვის ცენტრში გასატანად, რაზედაც ინფორმაცია დაიტანება წებოვან ლენტზე.
8.3.3. კურიერი უზრუნველყოფს ადრესატის მისამართზე გზავნილის განუხორციელებლობის შესახებ შესაბამისი წებოვანი ლენტით გაფრთხილების დატოვებას, რის შემდგომაც ადრესატი ვალდებულია თავად გამოცხადდეს სერვის ცენტრში გზავნილის მისაღებად დადგენილ ვადებში, იმ შემთხვევაში, თუ ადრესატის მისამართი იძლევა ამგვარი გაფრთხილების დატოვების შესაძლებლობას.
8.3.4. თუ კურიერი ვერ ახერხებს ადრესატის კონკრეტულ მისამართამდე მისვლას, ვინაიდან მისამართი მდებარეობს შენობა-ნაგებობაში ან/და ოფისში ან/და სხვა მსგავს დაწესებულებაში, რომელში ფიზიკურად შესვლისთვისაც საჭიროა დამატებითი მოქმედებების განხორციელება, კურიერი გაფრთხილებისათვის ლენტს დატოვებს მიმდებარედ თვალსაჩინო ადგილას შესაძლებლობიდან გამომდინარე.
8.3.5. კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს წებოვანი ლენტით დატოვებულ გაფრთხილებაზე ან/და მისი ადრესატისათვის გაცნობის აუცილებლობის შესახებ, ვინაიდან შესაძლოა მესამე პირის მიერ დაუდგენელი მიზეზებისდაგამო დაიკარგოს/მოიხიოს აღნიშნული ლენტი.
8.3.6. იმ შემთხვევაში, თუ ადრესატი იურიდიული პირია, საფოსტო გზავნილი შესაძლოა ჩაბარდეს მისამართზე ნებისმიერ დასაქმებულს ან/და მყოფ ფირს, რომლის ასაკიც ვიზუალური შეფასებიდან აღემატება 16 წელს.
8.3.7. საფოსტო გზავნილის ჩაბარებისათვის ადრესატის იდენტიფიკაცია შესაძლოა განხორციელდეს შემდეგი საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის წარდგენით: პირადობის მოწმობა, პასპორტი, საერთაშორისო პასპორტი, დროებითი ბინადრობის მოწმობა, მართვის მოწმობა. საფოსტო გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირის მინიმალური ასაკი შეადგენს 16 წელს.
8.3.8. საფოსტო გზავნილის ჩაბარება არ განხორციელდება:
• გარეშე პირებისათვის, როგორიცაა მეზობელი, ნათესავი, თუ ეს პირი უშუალოდ ადრესატის მისამართზე (ბინაში, ოფისში, კერძო სახლის ეზოში) არ დახვდა კურიერს.
• იმ პირთათვის, რომელიც თუმცა წარმოადგენს ადრესატის ოჯახის წევრს, მაგრამ ვიზუალური შეფასებით ვისი ასაკიც ნაკლებია 16 წელზე კურიერის გადაწყვეტილებით.
8.4. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხორციელდება ადრესატისათვის გზავნილის ჩაბარება, იგი დატოვებული იქნება კომპანიის მიერ განსაზღვრულ სერვის ცენტრში შესანახად. სერვის ცენტრში საფოსტო გზავნილის უფასო შენახვის ვადა შეადგენს 10 კალენდალურ დღეს. ამ ვადაში ადრესატის ან მისი წარმომადგენლის ან სრულწლოვანი პირის, რომელიც წარადგენს საკუთართან ერთად ადრესატის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს (ან მის სხვა იდენტიფიკაციის დოკუმენტს) უფლება აქვს გაიტანოს გზავნილი სერვის ცენტრიდან. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ, მიიჩნევა, რომ ადრესატმა უარი განაცხადა საფოსტო გზავნილის მიღებაზე.
8.5. მიუკითხავი საფოსტო გზავნილი, რომელსაც გაუვიდა ამ დოკუმენტით განსაზღვრული სერვის ცენტრში შენახვის ვადა, დაბრუნდება უკან გაგზავნის სერვის ცენტრში. დაბრუნებულ გზავნილზე სერვის ცენტრში შენახვის უფასო ვადა შეადგენს 5 კალენდალურ დღეს.
8.6. იმ შემთხვევაში, თუ ამ პირობებით დადგენილ შენახვის ვადაში მიმღების ან გამგზავნის მიერ არ ხორციელდება საფოსტო გზავნილის მიღება, კომპანია განახორციელებს მიმღებთან ან/და გამგზავნთან სატელეფონო გზით ფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე კომუნიკაციას, რის შემდგომაც მიმღების/გამგზავნის დასტურის შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს რომელიმე საფოსტო გზავნილის სერვის ცენტრში შენახვა ამ პირობებით დადგენილ ვადებზე მეტი ვადით, საფოსტო გზავნილი შესაძლოა შენახულ იქნეს სერვის ცენტრში არაუმეტესს 30 დღისა, საიდანაც უფასო ვადების შემდგომი დღეები ანაზღაურდება კომპანიის მიერ განსაზღვრული ფასებით. საფოსტო გზავნილის მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ აღნიშნული მომსახურების საფასურის გადახდის შემდგომ. კომპანია უფასო ვადების შესაბამისად განახორციელებს საფოსტო გზავნილთან დაკავშირებულ ქმედებებს იმ შემთხვევაში თუ ვერ განხორციელდა მიმღებთან ან/და გამგზავნთან სატელოფონო კომუნიკაცია.
8.7. გზავნილი, რომელიც მიღებულია გასაგზავნად გამგზავნის მოთხოვნით, თუმცა გაგზავნის მომენტში კომპანიას არ აქვს კონკრეტულ ჩაბარების ადგილას/მისამართზე დაფარვის ზონა, განთავსდება მისამართთან არსებულ უახლოესს სერვის ცენტრში. თავის მხრივ, კომპანია ანიჭებს უფლებამოსილებას მიმღებს მიიღოს გზავნილი კომპანიის მიერ განსაზღვრული სერვის ცენტრიდან, რაზედაც ეცნობება მიმღებს, მიმღებთან კავშირის შეუძლებლობის შემთხვევაში კი გამგზავნს. მიმღებისაგან გზავნილის სერვის ცენტრიდან მიღების შესახებ თანხმობის შემთხვევაში, საფოსტო გზავნილის სერვის ცენტრში შენახვის ვადაა 10 დღე სატელეფონო კომუნიკაციის განხორციელების დღიდან. მიმღებისაგან გზავნილის მიღებაზე უარის შემთხვევაში ან/და შენახვის ვადის ამოწურვის შემთხვევაში, უკან დაბრუნებული გზავნილის გამგზავნისათვის ჩაბარება განხორციელდება მიმღებისგან უარის გაცხადებიდან ან/და შენახვის ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში. ჩაუბარებლობის შემთხვევაში მოქმედებს წინამდებარე მომსახურების პირობებით დადგენილი წესები.
8.8. თუ საფოსტო გზავნილი გაგზავნილია გამგზავნის მისამართიდან, დაბრუნდება გამგზავნის მისამართზე, რისთვისაც კურიერი განახორციელებს ერთჯერად ვიზიტს წინამდებარე საფოსტო გზავნილის გაგზავნის წესების შესაბამისად.
8.9. თუ გამგზავნი დადგენილ ვადაში არ გაიტანს სერვის ცენტრიდან საფოსტო გზავნილს ან/და ვერ ჩაბარდება გამგზავნს მის მისამართზე პირველივე ვიზიტისთანავე, კომპანია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას საფოსტო გზავნილთან დაკავშირებით და იგი შესაძლოა გადაეცეს სახელმწიფოს ან განადგურდეს თუ მისი უკან დაბრუნება შეუძლებელია ან მოითხოვს დამატებით ხარჯებს კომპანიის მხრიდან.
8.10. ნებისმიერ შემთხვევაში, წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საფოსტო გზავნილის ადრესატისათვის გადაცემა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ სრულად არის მომსახურების კომპანიის მიერ დადგენილი საფასური გადახდილი კონკრეტულ საფოსტო გზავნილზე.
8.11. საფოსტო გზავნილი ჩაბარებულად ითვლება:
8.11.1. ადრესატის მისამართზე ადრესატისათვის ან/და მისი ოჯახის წევრისთვის ან/და უშუალოდ მისამართზე მყოფი პირისათვის, რომლის ასაკიც ვიზუალური შეფასებიდან გამომდინარე აღემატება 16 წელს;
8.11.2. შესაბამისს სერვის ცენტრში ადრესატის ან/და მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ ან/და იმ პირის მიერ, რომელიც წარმოადგენს ადრესატის მოქმედ პირადობის მოწმობას/პასპორტს საფოსტო გზავნილის მიღების შემთხვევაში.
9.1. გამგზავნის მიერ საფოსტო გზავნილი შესაძლოა გაიგზავნოს დამატებითი სერვისების გამოყენებით. გარდა, წინამდებარე პუნქტით პირდაპირ განსაზღვრული დამატებითი სერვისებისა, დამატებითი სერვისების შესახებ სრული ინფორმაცია შესაძლოა განთავდეს კომპანიის ვებ-გვერდზე, ასევე აღნიშნული შესაძლოა ასახული იყოს კომპანიის მიერ განსაზღვრული მომსახურების ფასების ცხრილში ან ცალკე დოკუმენტად. ზოგიერთი დამატებითი სერვისით სარგებლობა შეზღუდულია საფოსტო გზავნილის სახეობიდან გამომდინარე, რაც შესაძლოა დაზუსტდეს კონკრეტულ შემთხვევაში კომპანიასთან. დაუშვებელია წერილობითი კორესპონდენციაზე „Cash on Delivery“ ან/და „დაზღვეული გზავნილის“ დამატებითი მომსახურებით სარგებლობა.
9.2. დამატებითი სერვისი – „ორჯერადი ვიზიტის“ შემთხვევაში, თუ გამგზავნი საფოსტო გზავნილს ადრესატის მისამართზე (მისამართზე კურიერის მიერ მიტანით) აგზავნის ორჯერადი ვიზიტის სერვისით ამ შემთხვევაში საფოსტო გზავნილის ჩაბარებისათვის კურიერი განახორციელებს ორჯერად ვიზიტს ადრესატის მისამართზე, ნაცვლად ამ დოკუმენტით განსაზღვრული ერთჯერადი ვიზიტისა. პირველი ვიზიტისას საფოსტო გზავნილის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, განმეორებითი ვიზიტი ადრესატის მისამართზე კურიერის მიერ განხორციელდება მეორე სამუშაო დღეს. მეორე ვიზიტისას ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მოქმედებს ამ დოკუმენტით განსაზღვრული პირობები გზავნილის ჩაუბარებლობის შესახებ.
9.3. დამატებითი სერვისი – „პირადად ჩაბარების“ შემთხვევაში, კომპანია განახორციელებს გზავნილის მხოლოდ ადრესატისათვის ან/და მისი წარმომადგენლისათვის პირადად ჩაბარებას/გადაცემას. იდენტიფიკაცია განხორციელდება კურიერის/ოპერატორის მიერ შესაბამისი პირადობის მოწმობით ან/და სხვა მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტით, წარმომადგენლის შემთხვევაში შესაბამისი მინდობილობით, სადაც მითითებული იქნება შინაარსი ან/და ადრესატის ნება პირზე გზავნილის ჩაბარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ.
9.4. დამატებითი სერვისი – „დაზღვეული გზავნილი“ – საფოსტო გზავნილი, რომელიც იგზავნება დაზღვევით და მასზე ვრცელდება სტანდარტული გზავნილისაგან განსხვავებული პირობები, რომელზეც წინასწარაა მომხმარებლის მიერ გაცხადებული ფასი/ღირებულება. მომხმარებლის მიერ მითითებული გამოცხადებული ღირებულება/ფასი უნდა შეესაბამებოდეს ნივთის რეალურ ღირებულებას და არ უნდა აღემატებოდეს 10,000 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია საფოსტო გზავნილის მიღებისას ჩათვლის, რომ გამგზავნის გამოცხადებული ფასი არ შეესაბამება შიგთავსის რეალურ ღირებულებას, იგი უფლებამოსილია დააკორექტირებინოს გამგზავნს გამოცხადებული ღირებულება/ფასი ან/და უარი უთხრას მომსახურების გაწევაზე. პირობები, რომელიც ვრცელდება აღნიშნულ მომსახურებაზე განისაზღვრება წინამდებარე მომსახურების პირობების შესაბამისი პუნქტებით.
9.5. დამატებითი სერვისი – „Cash on Delivery“ (COD) გულისხმობს ისეთ მომსახურებას, როცა მიმღები იხდის საფოსტო გზავნილის შიგთავსისა ღირებულებას გზავნილის ჩაბარებისას. COD-ისთვის დადგენილი მომსახურების ან/და მასთან ერთად არსებული დამატებითი მომსახურების თანხა შესაძლოა გადახდილ იქნეს გამგზავნის ან მიმღების მიერ. გამგზავნი კომპანიისაგან იღებს მიმღებისაგან გადახდილ შიგთავსის საფასურს უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორებით, იმ შემთხვევაში თუ საფოსტო გზავნილი ჩაბარდა მიმღებს. კომპანიის პასუხისმგებლობა საფოსტო გზავნილის შიგთავსთან ან/და უფლებრივ ან/და ნივთობრივ ნაკლთან დაკავშირებით გამოირიცხება. არცერთი მხარე არაა უფლებამოსილი სადაოდ გახადოს კომპანიის მიერ გამგზავნისათვის მიმღებისაგან მიღებული თანხების გადარიცხვის ფაქტი ან/და წაუყენოს კომპანიას პრეტენზია, იმ შემთხვევაში, თუ თანხის გამგზავნისათვის გადარიცხვა განხორციელდა მიმღებისათვის საფოსტო გზავნილის ჩაბარების შემდგომ, მიმღებს უფლება არ აქვს განაცხადოს უარი ჩაბარებაზე ან/და რაიმე ფორმით მოითხოვოს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება საფოსტო გზავნილის ნაკლის გამო კომპანიისგან.
9.5.1. ზემოაღნიშნული სერვისით სარგებლობისას გამგზავნის მიერ გარდა ამ დოკუმენტით განსაზღვრული რეკვიზიტებისა, მითითებული უნდა იქნას საბანკო ანგარიშის ნომერი, სადაც სურს თანხის მიღება.
9.5.2. კომპანია მიმღებისაგან მიიღებს მხოლოდ გამგზავნის მიერ წინასწარ ფიქსირებულ შიგთავსის საფასურსა და საფოსტო გზავნილის მომსახურების საფასურს (დამატებითი მომსახურების საფასურთან ერთად), რომლის მიღების შემდგომაც კომპანია უფლებამოსილია გადასცეს მიმღებს საფოსტო გზავნილი. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ გამგზავნის მიერ გადახდილია საფოსტო გზავნილის მომსახურების საფასური ან/და დამატებითი მომსახურების საფასური, მიმღები თავისუფლდება აღნიშნული მომსახურების თანხის გადახდის ვალდებულებისაგან და მხოლოდ იხდის შიგთავსის ღირებულებას.
9.5.3. იმ შემთხვევაში, ვერ ხორციელდება საფოსტო გზავნილის ჩაბარება, საფოსტო გზავნილი უბრუნდება გამგზავნს ამ დოკუმენტით განსაზღვრული პირობებით და მომსახურების ფასებით, რასაც გამოაკლდება COD-ისთვის გათვალისწინებული შიგთავსის ღირებულების მომსახურების საფასური, ჩაუბარებლობის შემთხვევაში მომსახურების სრულ საფასურთან ერთად საფოსტო გზავნილის უკან დაბრუნებისათვის გათვალისწინებულ საფასურს იხდის გამგზავნი, რომელიც გადახდილ უნდა იქნეს საფოსტო გზავნილის უკან დაბრუნებისას. მიმღების მიერ გახსნილი საფოსტო გზავნილის უკან დაბრუნება არ ხორციელდება.
9.5.4. წინამდებარე სერვისით სარგებლობისას გამგზავნი შესაძლოა იყოს როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური პირი, ხოლო მიმღები უნდა იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი. დაუშვებელია საფოსტო გზავნილის მიმღები იყოს იურიდიული პირი.
9.5.5. წინამდებარე სერვისით სარგებლობისას გამგზავნთან შესაძლოა გაფორმდეს ინდივიდუალური ხელშეკრულება.
9.5.6. კომპანია უფლებამოსილია თანხების უაქცეპტო გაქვითვა განახორციელოს გამგზავნის ნებისმიერ დავალიანებაზე, რომელიც წარმოშობილია კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების შედეგად.
9.5.7. ამ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისას მიმღების მიერ კომპანიისათვის გადაცემული თანხა გამგზავნს გადაეცემა შემდეგი პირობებით:
თუ მიმღებისაგან თანხა მიღებულია უნაღდო/ნაღდი ანგარიშსწორებით გამგზავნს აღნიშნული თანხა უნაღდო წესით აუნაზღაურდება მომსახურების გაწევის საანგარიშო კვირის შემდგომ ორშაბათ დღეს. იმ შემთხვევაში, თუ ორშაბათი ემთხვევა დასვენების დღეს, დამკვეთი გადასაცემ თანხას მიიღებს შემდგომ სამუშაო დღეს.
მომსახურების გაწევად მიიჩნევა მიმღებისათვის საფოსტო გზავნილის ჩაბარების დღე.
10.1. სერვის ცენტრიდან ადრესატის მიერ საფოსტო გზავნილის თავად გატანის შემთხვევაში, ჩაბარების ვადებია:
10.1.1. 2 (ორი) სამუშაო დღე მისი მიღებიდან – გარდა წინამდებარე დოკუმენტით პირდაპირ განსაზღვრული შემთხვევებისა ან/და განსაზღვრულ ერთეულებში ჩასაბარებელი გზავნილებისა.
10.2. საკურიერო მომსახურების შედეგად ადრესატის მისამართზე საფოსტო გზავნილის ჩაბარების შემთხვევაში, ჩაბარების ვადებია:
10.2.1. 2 (ორი) სამუშაო დღე მისი მიღებიდან – გარდა წინამდებარე დოკუმენტით პირდაპირ განსაზღვრული შემთხვევებისა ან/და განსაზღვრულ ერთეულებში ჩასაბარებელი გზავნილებისა.
11.1. იმ შემთხვევაში, თუ გამგზავნს სურს მიიღოს ინფორმაცია საფოსტო გზავნილის გაგზავნის ფაქტის დადასტურების შესახებ, გამგზავნს ან/და ადრესატს ან/და მათ კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მომართოს კომპანიას და მიიღოს დამატებით ინფორმაცია საფოსტო გზავნილის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია გაიცემა იმ პირებზე, რომლებთანაც გაფორმებულია ინდივიდუალური ხელშეკრულება მისი პირობებით.
11.2. იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებელს სურს მიიღოს დამატებითი ინფორმაცია საფოსტო გზავნილის შესახებ აღნიშნული გაგზავნის მომენტში უნდა იქნეს მოთხოვნილი, როგორც დამატებითი სერვისი, კომპანიის მიერ განსაზღვრული საფასურის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მომთხოვნი პირის მისამართზე, შესაბამისი განცხადების მიღების დღის მომდევნო დღიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში ან/და გაიცემა იმავე ვადაში შესაბამისს სერვის ცენტრში.
12.1. გაწეულ საფოსტო მომსახურებასთან დაკავშირებით კომპანიის პასუხისმგებლობის ფარგლები რეგულირდება წინამდებარე წესებით.
12.2. კომპანიის პასუხისმგებლობა შესაძლოა დადგეს, იმ შემთხვევეში თუ სახეზეა პირდაპირი მატერიალური ზიანი და აღნიშნული დამდგარია უშუალოდ კომპანიის ბრალეული ქმედებით. კომპანიის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული პირობებით.
12.3. ნებისმიერ შემთხვევაში, საფოსტო მომსახურებასთან დაკავშირებით ნებისმიერი პრეტენზიის გაცხადება ან/და წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული რაიმეს მოთხოვნა უნდა განხორციელდეს საფოსტო გზავნილის გაგზავნიდან არაუგვიანესს 30 (ოცდაათი) დღის ვადაში. წინამდებარე ვადის ამოწურვის შემდგომ, კომპანიის მიმართ გამორიცხულია ყოველგვარი პასუხისმგებლობა.
12.4. კომპანიის პასუხისმგებლობა არ ვრცელდება სავარაუდო ან/და არაპირდაპირ ზიანზე ან/და მიუღებელ შემოსავალზე.
12.5. კომპანიის პასუხისმგებლობა ამ მუხლით განსაზღვრული წესით დგება საფოსტო გზავნილის:
12.5.1. შიგთავსის მთლიანი ან ნაწილობრივი დაზიანებით, იმ შემთხვევაში თუ დაცულია საფოსტო გზავნილის შეფუთვის წესები გამგზავნის მიერ.
12.5.2. საფოსტო გზავნილის დაკარგვით ან ქურდობით.
12.5.3. ადრესატისათვის წინამდებარე დოკუმენტის გათვალისწინებით ჩაბარების ვადის 2 (ორი) სამუშაო დღეზე მეტი დარღვევით.
12.6. კომპანიის პასუხისმგებლობა არ ვრცელდება იმ საფოსტო გზავნილებზე:
12.6.1. რომელიც შეიცავს აკრძალულ შიგთავსს, მიუხედავად საფოსტო გზავნილის მიღებისა.
12.6.2. რომელიც ადრესატს ვერ ჩაბარდა გამგზავნისაგან მიღებული არასწორი ან/და არასრულყოფილი ინფორმაციის შედეგად.
12.6.3. რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი მარკირება ან/და შეფუთულია დადგენილი წესების დარღვევით.
12.6.4. რომელიც დაიკარგა, დაზიანდა ან რაიმე ფორმით წარმოშვა პასუხისმგებლობის გარემოებები გამგზავნის ბრალით ან/და იმგვარი ინფორმაციის მიუწოდებლობით, რომლის შემთხვევაშიც თავიდან იქნებოდა არიდებული აღნიშნული შედეგი.
12.6.5. იმ საფოსტო გზავნილებზე, რომლებზეც სახელმწიფო შესაბამისი უწყებების მხრიდან მიმდინარეობს გამოძიება ან შეჩერებულია შემოწმების ან დაკავებულია ან მოთხოვნილია მისი განადგურება/კონფისკაცია. აღნიშნულზე არ ვრცელდება გაგზავნა/ჩაბარების ვადების დაცვის ვალდებულება;
12.6.6. თუ ანაზღაურების მიზნით გამგზავნი/ადრესატი არაკეთილსინდისიერად მოქმედებს.
12.6.7. თუ კომპანიის მიერ დაცულია წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საფოსტო გზავნილის გაგზავნის/ჩაბარების პირობები.
12.6.8. თუ საბაჟო ორგანოების მიერ მიღებულია რაიმე გადაწყვეტილება, რომელიც აჩერებს ან/და გამორიცხავს საფოსტო გზავნილის მიწოდებას კონკრეტული მოქმედების განხორციელებამდე ან/და აღნიშნული გარემოების აღმოფხვრამდე. წინამდებარე შემთხვევაში მიწოდების ვადები გადაიწევს საბაჟო ორგანოების მხრიდან იძულებითი მოცდენის პროპორციული ვადით.
12.6.9. ფორსმაჟორული გამოწვეული გარემოებების დადგომის შემთხვევაში.
13.1. გამგზავნი სრულადაა პასუხისმგებელი საფოსტო გზავნილის შიგთავსზე ან/და მისით გამოწვეულ შედეგებზე, რაზედაც არ ვრცელდება მაქსიმალური პასუხისმგებლობის შეზღუდვის პირობები.
13.2. გამგზავნს პასუხისმგებლობა ეკისრება საფოსტო გზავნილის შიგთავსით გამოწვეული:
13.2.1. კომპანიის უძრავი ან მოძრავი ქონების დაზიანებისათვის;
13.2.2. კომპანიის თანამშრომლის სხეულის დაზიანებისათვის;
13.2.3. სხვა საფოსტო გზავნილების დაზიანებისათვის;
13.2.4. აკრძალული ნივთიერებების ან/და საგნების გაგზავნისათვის;
13.2.5. დადგენილი წესების დაუცველად ან/და მათი დარღვევით ან/და არასათანადოდ შეფუთვისათვის;
13.3. თუ გამგზავნის მიერ დაცულია საფოსტო გზავნილის გაგზავნისათვის განსაზღვრული ყველა პირობა იგი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან იმ ზიანზე, რომელიც წარმოშობილია კომპანიის ბრალით.
13.4. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დადგომის შემთხვევაში, გამგზავნის მიერ ანაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც კომპანიაა პასუხისმგებელი ნებისმიერ მესამე პირთან.
13.5. საფოსტო გზავნილზე, რომელიც დაზიანდა გამგზავნის მიერ არასათანადო შეფუთვის გამო, არ ვრცელდება კომპანიის პასუხისმგებლობა.
13.6. საფოსტო გზავნილზე, რომლის შიგთავსიც დაზიანებულია, თუმცა შეფუთვა არ არის დაზიანებული ან/და იმგვარად არ არის დაზიანებული, რასაც შეეძლო შიგთავსის დაზიანება გამოეწვია, არ ვრცელდება კომპანიის პასუხისმგებლობა.
14.1. კომპანია თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან ან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის, თუ აღნიშნული შეუსრულებლობა/არაჯეროვანი შესრულება გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალით/გარემოებებით, რომელთა დადგომისას/არსებობისას მხარე, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მოკლებული იყო შესაძლებლობას სრულად და ჯეროვნად შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. დაუძლეველი ძალა ნიშნავს ისეთ გარემოებებს რომლებიც არ არსებობდნენ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის, წარმოიშვნენ მხარეთა ნების გარეშე, რომლის დადგომის და მოქმედების კონტროლი აღემატება მხარეთა გონივრულ კონტროლს, კერძოდ ტექნიკური ხარვეზები, სტიქიური უბედურებები, საომარი მოქმედებები, სამოქალაქო არეულობები, გაფიცვა, მმართველობის ადგილობრივი, ცენტრალური და სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებები, რითაც შეუძლებელი ხდება გათვალისწინებული მოქმედებების შესრულება.
14.2. კომპანიის ვალდებულებების შესრულების ვადები გადაიწევს დროის იმ პერიოდით, რა პერიოდითაც შეუძლებელი იყო კომპანიის მხრიდან ფორს-მაჟორული გარემოებებისდაგამო ვალდებულებების შესრულება. ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის დასრულებისთანავე, მხარეები ვალდებულნი არიან სრულად აღადგინონ(გააგრძელონ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
15.1. კომპანიის მხრიდან საფოსტო გზავნილის დაზიანების ან/და დაკარგვის ან/და ქურდობის შემთხვევაში წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული წესებით ხორციელდება ზიანის ანაზღაურება.
15.1.1. ზიანი ანაზღაურდება თუ დაცულია გამგზავნის/ადრესატის მიერ წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული ვალდებულებები. იმ შემთხვევაში, თუ გამგზავნის/ადრესატის მიერ ირღვევა წინამდებარე დოკუმენტით საფოსტო გზავნილის გაგზავნისას/მიღებისას დადგენილი პირობები გამოირიცხება კომპანიის პასუხისმგებლობა.
15.1.2. იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა კომპანიის მხრიდან საფოსტო გზავნილის ანაზღაურების პირობები, ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს საფოსტო გზავნილის გამოცხადებულ ღირებულებას (მაქსიმალური პასუხისმგებლობის ოდენობა, როცა გამგზავნი სარგებლობს ამ მომსახურებით). კონკრეტული შემთხვევები განსაზღვრულია წინამდებარე მუხლით.
15.1.3. მიუხედავად საფოსტო გზავნილის საბაზრო ან/და რეალური ღირებულებისა, კომპანიის მხრიდან არ ხორციელდება საფოსტო გზავნილის გამოცხადებულ ღირებულებაზე მეტი თანხის ანაზღაურება. ამასთან, გამოცხადებული ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება მხოლოდ დაზღვეული გზავნილის მომსახურებით სარგებლობისას.
15.1.4. საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურის დაკარგვის შემთხვევაში, კომპანია გასცემს ახალ ჩაბარების დასტურს დამატებით მხოლოდ ერთხელ.
15.1.5. იმ შემთხვევაში, თუ საფოსტო გზავნილი არ წარმოადგენს დაზღვეულ საფოსტო გზავნილს, ანაზღაურდება საფოსტო მომსახურების ღირებულება + საფოსტო მომსახურების ღირებულების 50%.
15.1.6. იმ შემთხვევაში, თუ საფოსტო გზავნილი წარმოადგენს დაზღვეულ საფოსტო გზავნილს, ანაზღაურდება გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულება.
15.1.7. იმ შემთხვევაში, თუ არადაზღვეული საფოსტო გზავნილი ნაწილობრივ დაზიანებულია იმგვარად, რომ დარჩენილი ნაწილით შესაძლებელია სარგებლობა დანიშნულემისამებრ, ანაზღაურდება შიგთავსის გათვალისწინებით ამ პირობებით განსაზღვრული ასანაზღაურებელი თანხის ნახევარი.
15.1.8. გამგზავნი და კომპანია უფლებამოსილნი არიან შეთანხმდნენ წინამდებარე პირობებით განსაზღვრულ ასანაზღაურებელ თანხასთან შედარებით ნაკლებ თანხაზე. შეთანხმების შემთხვევაში ანაზღაურდება შეთანხმებული თანხა.
15.1.9. საფოსტო გზავნილის კომპანიის ბრალით და წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული ჩაბარების პირობების დარღვევის შედეგად ჩაუბარებლობის შემთხვევაში, კომპანია გამგზავნს აუნაზღაურებს საფოსტო მომსახურების საფასურს. გამგზავნის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლოა ანაზღაურების ნაცვლად, დამატებით უფასოდ კიდევ ერთხელ განხორციელდეს საფოსტო გზავნილის გაგზავნა გამგზავნისათვის.
15.2. კომპანიის მხრიდან ზიანის ანაზღაურების პირობების შეფასება და ანაზღაურება ხორციელდება წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული წესებით იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი პირის მიერ წარდგენილია ამ მუხლით გათვალისწინებული განაცხადი.
15.2.1. ზიანის ანაზღაურების საკითხს, იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ყველა გარემოება და რომელიმე გარემოება არ საჭიროებს დამატებით კვლევას ან/და გამგზავნისაგან ან/და მესამე მხარისაგან რაიმე დამატებითი ინფორმაციის ოფიციალურად მიღებას, კომპანია განიხილავს არაუგვიანესს 30 დღის ვადაში და იღებს შესაბამისს გადაწყვეტილებას.
15.2.2. ზიანის ანაზღაურების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კომპანია ზიანს ანაზღაურებს არაუგვიანესს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
15.2.3. ზიანის ანაზღაურება ხორციელდება, როგორც წესი გამგზავნის მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ გამგზავნს სურს მის ნაცვლად ადრესატმა მიიღოს ანაზღაურება იგი ვალდებულია ოფიციალური წერილით მიმართოს კომპანიას და დააფიქსიროს თავისი ნება. ვერიფიცირებული მომხმარებლის შემთხვევაში, ელ-ფოსტაზე გაგზავნილი ამგვარი დოკუმენტაცია ითვლება მხარეთა შორის ოფიციალურ ვერსიად და გამგზავნს არ შეუძლია სადაო გახადოს გზავნილის შინაარსი, ვინაიდან იგი თავადვე უთითებს ვერიფიცირებისას სასურველ ელ-ფოსტის მისამართს, სხვა შემთხვევაში კომპანიას წარედგინება ორიგინალი დოკუმენტი ან დამოწმებული ასლი.
15.2.4. ანაზღაურება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, თანხის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.
15.3. საფოსტო გზავნილის ზიანის ანაზღაურებისათვის უფლებამოსილი პირი ვალდებულია წარუდგინოს კომპანიას განცხადება საფოსტო გზავნილის ზიანის ანაზღაურების შესახებ. ამგვარი განცხადება წარდგენილი უნდა იქნას საფოსტო გზავნილის გაგზავნის დღიდან არაუგვიანესს 30 (ოცდაათი) დღისა. განცხადება უნდა იქნეს ხელმოწერილი და მოიცავდეს:
• განმცხადებლის ვინაობას (სახელი, გვარი ან დასახელება, პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონის ნომერი)
• საფოსტო გზავნილის შესახებ სრულ ინფორმაციას (გამგზავნი, ადრესატი, გზავნილის ნომერი).
• პირის დასაბუთებულ მოთხოვნას – საფოსტო გზავნილის მოძიება ან ზიანის ანაზღაურება.
• კომპანიის მხრიდან პასუხის მიღების სასურველ ფორმას (წერილობით – ფოსტით ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე).
15.3.1. კომპანია უფლებამოსილია მოითხოვოს განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი ან რწმუნებულება ან/და შესაბამისი უფლებამოსილების დოკუმენტი.
15.3.2. კომპანია უფლებამოსილია მოითხოვოს საფოსტო გზავნილის გაგზავნის ღირებულების გადახდის ქვითრი.
15.3.3. კომპანია უფლებამოსილია მოითხოვოს განცხადებაში აღწერილი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შინაარსიდან გამომდინარე.
15.3.4. ზემოთჩამოთვლილი ინფორმაციის სრულად წარუდგენლობის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია უარი თქვას განაცხადის განხილვაზე/ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ანაზღაურებაზე.
15.4. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე მუხლის შესაბამისად პირს აუნაზღაურდა საფოსტო გზავნილის ღირებულება ამ მუხლით დადგენილი წესით, რის შემდგომაც კომპანიის მიერ ნაპოვნია საფოსტო გზავნილი ან/და შესაძლებელი ხდება უკან დაბრუნება, კომპანია შეატყობინებს გამგზავნს. გამგზავნს სურვილის შემთხვევაში უფლება აქვს უკან დაიბრუნოს საფოსტო გზავნილი მხოლოდ ანაზღაურებული თანხის კომპანიისათვის სრულად დაბრუნების შემთხვევაში. აღნიშნულზე ინფორმაცია კომპანიას უნდა მიეწოდოს არაუგვიანესს გამგზავნისათვის/ადრესატისათვის გზავნილის პოვნის შესახებ ინფორმაციის მიწოდებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. თუ წინამდებარე ვადაში კომპანია არ მიიღებს პასუხს, საფოსტო გზავნილი ხდება კომპანიის საკუთრება ან/და კომპანიის მიერ განსაზღვრული ნებისმიერი სხვა პირის.
15.5. ანაზღაურებას არ ექვემდებარება ისეთი საფოსტო გზავნილები, რომელიც დაზიანდა გამგზავნის მიერ არასათანადო შეფუთვის გამო ან/და რომლის შიგთავსიც დაზიანებულია, თუმცა შეფუთვა არ არის დაზიანებული ან/და იმგვარად არ არის დაზიანებული, რასაც შეეძლო შიგთავსის დაზიანება გამოეწვია. დაზღვეული საფოსტო გზავნილის შემთხვევაში, არ ანაზღაურდება შიგთავსის ტექნიკური მახასიათებლების მწყობრიდან გამოსვლა ან/და იმგვარი გარემოებები, რომელიც არ შეიძლება დადგენილ იქნეს გაგზავნისას ვიზუალური დათვალიერებით.
16.1. საფოსტო გზავნილის აკრძალულ შიგთავსის/ნივთიერებათა საგნების/ცხოველების/პროდუქტების ან/და მასალების ჩამონათვალი განისაზღვრება კომპანიის მიერ. საფოსტო მომსახურების შედეგად აკრძალულია შემდეგი შიგთავსის გაგზავნა:
16.1.1. ფეთქებადი მოწყობილობები, საბრძოლო მასალები, იარაღი ან/და სხვა მსგავსი საგნები ან/და მოწყობილობები ან/და მასთან დაკავშირებული საგნები/ნაწილები/შემადგენელი ნაწილები.
16.1.2. ნარკოტიკული საშუალებები ან/და ფსიქოტროპული საშუალებები ან/და ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც ჩვეულებისამებრ დანიშნულების გარეშე ნებისმიერ პირს არ შეუძლია შეიძინოს აფთიაქში.
16.1.3. ინფექციური ნივთიერებები;
16.1.4. სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებები, ფეთქებადი, აალებადი, ტოქსიკური ან/და სხვაგვარად საშიში ნივთიერებები, მათ შორის რადიოაქტიური ან/და ამ ნივთიერებების შემცველი.
16.1.5. ცხოველები/ფრინველები ან/და ნებისმიერი ცოცხალი არსებები.
16.1.6. ნებისმიერი დოკუმენტაცია/საგნები/ნივთიერებები, რომელიც უკავშირდება პედოფილიას, ბავშვთა პორნოგრაფიას ან/და სხვა მოქმედი კანონმდებლობით მასთან დაკავშირებულ საგნებს.
16.1.7. კანონმდებლობის დარღვევით მოპოვებული/შექმნილი/ნაწარმოები საგნები (ნაქურდალი ან/და თაღლითობის გზით მოპოვებული ან/და სხვა) ან/და შემადგენელი ნაწილები, მათ შორის გზავნილები, რომელიც იგზავნება თაღლითობის ხელშესაწყობად ან გადასახდელი თანხის სრულად გადახდის თავიდან აცილების მიზნით.
16.1.8. ნებისმიერი ნივთიერება/საგანი/მასალა, რომელთა ფლობა აკრძალულია კანონით ან/და მოითხოვოს განსაკუთრებულ ნებართვას, მათ შორის მათი გადაზიდვისათვის, როგორიცაა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთიერებები. შიგთავსი, რომლებიც თავისი ხასიათით ან შეფუთვით შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს კომპანიისთვის, ადამიანებისათვის, სხვა გზავნილებისათვის და მესამე პირების საკუთრებისათვის.
16.1.9. ნებისმიერი ნივთიერება/საგანი/მასალა, რომელიც შესაძლოა გადაზიდვისას ან/და საფოსტო მომსახურების გაწევისას გახდეს საშიში.
16.1.10. ნებისმიერი ფულადი თანხის, ძვირფასი ლითონის, ნაკეთობების, ქვების ან/და სხვა ძვირფასი ნივთები.
16.1.11. მალფუჭებადი პროდუქტები.
16.2. კომპანიამ შესაძლოა დააზუსტოს და შეიტანოს დამატებები შეზღუდვების ჩამონათვალში, რაც აიტვირთება კომპანიის ვებ-გვერდზე და განთავსდება სერვის ცენტრებში მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომ ადგილას.
16.3. იმ შემთხვევაში, თუ საფოსტო გზავნილის მიმართ კანონმდებლობით ან/და ამ წესებით დადგენილია დამატებითი დოკუმენტის წარდგენის/ფლობის ვალდებულება, გზავნილის გაგზავნა ხორციელდება ამ დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში. კომპანია უფლებამოსილია კანონით აკრძალული საფოსტო გზავნილის ან/და ამგვარი ეჭვის არსებობის შემთხვევაში შეატყობინოს შესაბამის ორგანოებს საფოსტო გზავნილის შესახებ ინფორმაცია და გადასცეს მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი.
16.4. წინამდებარე მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის შედეგად გაგზავნილ საფოსტო გზავნილზე არ ვრცელდება კომპანიის პასუხისმგებლობა, ამასთან, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პასუხისმგებლობისა, მომხმარებელი ვალდებულია ჯარიმის სახით კომპანიას გადაუხადოს საფოსტო გზავნილის გაცხადებული საფასურის 20% (ოცი).
17.1. კომპანია უფლებას იტოვებს ცალმხრივად, მომხმარებლის დამატებითი თანხმობის გარეშე ნებისმიერ დროს შეიტანოს ნებისმიერი სახის ცვლილება წინამდებარე დოკუმენტში ან/და მომსახურების პირობებში ან/და მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დოკუმენტში, როგორიცაა მომსახურების ვადები, პირობები, ფასები და სხვა. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ცვლილება განხორციელებულია საფოსტო გზავნილის გაგზავნის შემდგომ, იმ შემთხვევში, თუ რაიმე ფორმით იცვლება საფოსტო გზავნილთან დაკავშირებული წესები, ამ კონკრეტულ საფოსტო გზავნილზე ვრცელდება გაგზავნის დღისათვის არსებული „მომსახურების ზოგადი პირობები“.
17.2. საფოსტო გზავნილზე, რომელიც გაგზავნილია ცვლილებების ძალაში შესვლიდან შემდეგ დღეს, ვრცელდება შეცვლილი პირობები, შესაბამისად საფოსტო გზავნილის გაგზავნისას მიიჩნევა, რომ მომხმარებელი ეთანხმება საფოსტო გზავნილის გაგზავნას შეცვლილი პირობებით.
17.3. ცვლილებები ძალაში შედის მისი მიღებიდან მეორე დღეს კომპანიის ვებ-გვერდზე და სერვის ცენტრებში განთავსების მომენტიდან, მაშინ, როცა აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მომხმარებლისათვის.
18.1. კომპანიასთან კომუნიკაცია შესაძლოა განხორციელდეს როგორც ელ-ფოსტის, ასევე ოფიციალურ სერვის ცენტრებში ან/და ოფიციალურ მისამართზე.
19.1. წინამდებარე დოკუმენტი შედგენილია და რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად განიმარტება მის შესაბამისად, მიუხედავად მომხმარებლის ადგილმდებარეობისა და წარმომავლობისა.
19.2. წინამდებარე საფოსტო მომსახურებასთან დაკავშირებით ან/და მისგან გამომდინარე ნებისმიერი დავა განსახილველად გადაეცემა სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.