წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა აღწერს კომპანიის მიერ პერსონალურ მონაცემების დამუშავებისა და დაცვის თავისებურებებს.
კომპანია – შპს „დიეფელ გრუპი“ ს/კ: 405605046.
ვებ-გვერდი – www.delivo.ge
ვებ-გვერდის ადმინისტრაცია – www.delivo.ge -ს ადმინისტრაცია, რომელიც მმართავს ვებ-გვერდს და წარმოადგენს მის სრულუფლებიან მესაკუთრეს.
მონაცემი – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.
მონაცემთა სუბიექტი – ნებისმიერი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, ვისი პერსონალური მონაცემებიც მისივე თანხმობით მუშავდება „კომპანიის“ მიერ განსაზღვრული მიზნების მისაღწევად.
მონაცემთა დამმუშავებელი – „კომპანია“, რომელიც ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას.
მონაცემთა დამუშავება – ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება;
პოლიტიკა ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა – წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა, მისი წესები და პირობები სრულად.
მომხმარებელი – პირი, რომელიც მიზნად ისახავს მიიღოს კომპანიის მომსახურება.
თანხმობა – მონაცემთა დამუშავების საფუძველი, რომელიც წარმოადგენს მომხმარებლის, მონაცემთა სუბიექტის, ნებაყოფლობით, მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების შემდგომ, მონაცემების დამუშავებამდე წინასწარ გამოხატულ, მკაფიოდა და კონკრეტულად განსაზღვრულ, კანონიერი მიზნით გამოხატულ წერილობით დასტურსა და ნებას, რომელიც გამოხატულია ისეთი საშუალებით, რომლითაც ნათლად დგინდება მონაცემთა სუბიექტის ნება ნებისმიერი პერსონალური მონაცემის დამუშავების შესახებ.
იმისათვის, რომ ვუზრუნველყოთ შემოთავაზებული მომსახურება, აუცილებელია ვებ-გვერდით ნებისმიერი სარგებლობისას, მომსახურების მიღებისას ან/და ანგარიშის გახსნისას მოპოვებული/მოთხოვნილი მონაცემების დამუშავება. შემოთავაზებული მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე ყველა მონაცემი, რომელიც მოთხოვნილია ვებ-გვერდზე ან/და მომსახურების მიღებისას აუცილებელია მომსახურების სრულყოფისა და უზრუნველყოფისათვის.
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას, რომელიც შეიცავს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მომხმარებელი აცხადებს თანხმობას ვებ-გვერდის ან/და მისი ცალკეული კომპონენტით სარგებლობისას ან/და მომსახურების მიღების ან/და მის უზრუნველსაყოფად გადასცეს კომპანიას პერსონალური ინფორმაცია და მონაცემები, შემდგომში მომსახურების გაწევისა და მისი დამუშავების მიზნით.
თუ თქვენ სრულად არ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკას, გთხოვთ არ ისარგებლოთ ვებგვერდით.
მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად და დასახვეწად ვებ-გვერდის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, მომხმარებელთან შეტყობინების გარეშე, შეცვალოს წინამდებარე პოლიტიკის ზოგიერთი პირობა. ყველა ცვლილება მომენტალურად შედის ძალაში და აისახება ვებ-გვერდზე. მომხმარებელი ვალდებულია პერიოდულად ამოწმოს ვებ-გვერდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა. ვებ-გვერდით სარგებლობა ავტომატურად ნიშნავს მომხმარებლის თანხმობას შეცვლილ პირობებზე.
წინამდებარე პოლიტიკა სრულად ვრცელდება კომპანიის მიერ პერსონალური მონაცემების ნებისმიერი საშუალებით დამუშავებაზე და გამოიყენება პერსონალური მონაცემის დაცვის/დამუშავების პროცესში.
აღნიშნული პოლიტიკა ვრცელდება კომპანიის მომხმარებლებზე, ვებ-გვერდის ან/და მისი ცალკეული კომპონენტით მოსარგებლეზე, კომპანიის თანამშრომლებზე, კონტრაქტორებზე და ყველა იმ პირზე, რომელთა მონაცემებიც მუშავდება „კომპანიის“ მიერ, ასევე, მონაცემთა მიმღებზე და იმ უფლებამოსილ პირებზე, რომლებიც კომპანიის სახელით ან მისთვის ამუშავებენ პერსონალურ მონაცემებს.
ვებ-გვერდით ან/და მისი ცალკეული კომპონენტით სარგებლობით ან/და შეკვეთით მომხმარებელი ადასტურებს, რომ შეუსრულდა 18 წელი, სრულად გაეცნო და ეთანხმება პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკასა და დაკავშირებულ ინფორმაციას.
პოლიტიკის მოქმედება თანაბრად ვრცელდება მომხმარებელზე, მიუხედავად იმისა, თუ რა ტექნიკური საშუალებას იყენებს იგი.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ექცევა იმ კანონდმებლობის ფარგლებში, რომელიც გარკვეულწილად ეწინააღმდეგება წინამდებარე პოლიტიკას, იგი უფლებამოსილი არაა ისარგებლოს ვებ-გვერდითა და მისი მომსახურებით. ვებ-გვერდის ადმინისტრაცია არ და ვერ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ კანონის დარღვევით ვებ-გვერდის გამოყენებაზე ან მომსახურების მიღებაზე.
კომპანიის პროდუქტისა და მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფისა და სრულყოფის მიზნებიდან გამომდინარე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება კომპანიის მიერ წარმოადგენს შემოთავაზებული პროდუქტებისა და სერვისების მიწოდების აუცილებელ შემადგენელ ნაწილს, რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა არსებული მომსახურების გაწევა.
კომპანია იტოვებს უფლებას მომსახურების მიზნებიდან გამომდინარე გადასცეს წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული მონაცემები დაკავშირებულ პირს, მის წარმომადგენელს ან შესაბამის პირს ან ორგანოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაციის გაცემის უფლების ან ვალდებულების არსებობისას. ვებ-გვერდით ნებისმიერი სარგებლობა გულისხმობს წინამდებარე ინფორმაციის გადაცემაზე თანხმობად.
კომპანიის მიერ მონაცემთა დამუშავებისას დაცულია შემდეგი პრინციპები:
ა) მონაცემები მუშავდება სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა
სუბიექტის უფლებების დაცვით და მისი ღირსების შეულახავად;
ბ) მონაცემები შეინახება იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა
დამუშავების მიზნის მისაღწევად;
გ) მონაცემები მუშავდება კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული,
კანონიერი მიზნებისათვის და მის მისაღწევად;
დ) მონაცემების დამუშავება მიზნის ადეკვატური და პროპორციულია;
იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის მომსახურების მისაღებად საჭირო მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდზე, გადახდის მიზნებიდან გამომდინარე საბანკო მონაცემები, რომელიც მოთხოვნილია, რის მიხედვითაც იხდება საფასური, აღნიშნული პროცესი ხორციელდება პარტნიორი ბანკის დაცული ვებ-გვერდის მეშვეობით და შესაბამისად აღნიშნული მონაცემი არ ინახება ჩვენს ვებ-გვერდზე. ამ გარემოებიდან გამომდინარე საბანკო მონაცემებთან დაკავშირებით ჩვენ სრულად ვიხსნით პასუხისმგებლობას.
კომპანიის მიერ მუშავდება მხოლოდ საბანკო ანგარიში დამატებითი სერვისების მისაღებად, რაზედაც ვრცელდება წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.
მომხმარებელი ან/და მონაცემთა სუბიექტი ანიჭებს კომპანიას უფლებამოსილებას სხვადასხვა მარკეტინგული შეთავაზებების განხორციელების მიზნით, სატელეფონო ზარის, ელექტრონული ფოსტის, სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებებით ან მომხმარებელთა უშუალო კომუნიკაციით განახორციელოს მომსახურების, საქონლის შეთავაზება ან რაიმე სახის ქმედების განხორციელების თხოვნა იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ფორმით მოპოვებულია თანხმობა პირის მიერ, ვისი პერსონალური მონაცემებიც მუშავდება.
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მონაცემთა დამმუშავებელს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა ან/და გამოითხოვოს გაცემული თანხმობა.
კომპანია ვალდებულია შეწყვიტოს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენება.
კომპანიაში მიღებულია ისეთი გონივრული ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან.
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, განმარტების გარეშე უარი განაცხადოს მის მიერვე მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება.
წინამდებარე პოლიტიკაზე თანხმობით, მომხმარებელი აცხადებს, რომ იგი ფლობს სრულ ინფორმაციას მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებისა და საფუძვლების შესახებ.